logo
ENG



ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ექიმების სარეზერვო გუნდზე: რეკომენდაციაა ორ კვირიანი როტაცია

27 მარ 202013:48
3 წუთის საკითხავი
 

ჯადანცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში ექიმების სარეზერვო გუნდის მობილიზბის საჭიროება არ დგას, მაგრამ თუ ეს აუცილებელი გახდა, სქემა უკვე არსებობს და გეგმაც შემუშავებულია.

"ბოლო ორ კვირაში ქვეყანაში იმყოფება ჯანმრთელობის სპეციალური ექსპერტი, რომელმაც რამდენიმე კლინიკაში კვლევა ჩაატარა. მათ შორისაა ინფექციური, გორის ჰოსპიტალი, ქუთაისი. რეკომენდაცია არი ის, რომ კარგი დაცვის პირობებში კლინიკაში პერსონალმა შეიძლება იმუშავოს უსაფრთხოდ და საჭირო არ გახდეს სარეზერვო გუნდის მობილიზება. თუმცა იმ შემთხვევაში თუ კლინიკა ჩათვლის რომ ეს საჭიროა, აქ რეკომენდაციაა ორ კვირიანი როტაცია. ანუ ეს პერიოდი მუშაობს ექიმების ერთი ბრიგადა და ორი კვირის გავლის შემდეგ მას ანაცვლებს მეორე ბრიგადა. ეს სქემები უკვე მომზადებულია და კლინიკებს აქვთ ინდივიდუალური გეგმები",-განაცხადა თამარ გაბუნიამ. 


close დახურვა