logo
ENG



ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე: საქართველოში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს

27 თებ 202010:14
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 

ტიკარაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო, რომელიც 29 იანვრიდან ფუნქციონირებს 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. როგორც მინისტრმა განმარტა, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია რამდენიმე საავადმყოფო. 

„დაინფიცირებული ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. ინფექციური საავადმყოფოდან 13 პაციენტი გადაიყვანეს საკარანტინო ზოლში, რომლებიც არიან ინფიცირებული. ამ დროისთვის ინფექციურში არის 10 პაციენტი, აქედან 5 იტალიიდან, ხოლო 5 ირანიდან. ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და გვაქვს საკმარისი ადგილები, რათა მოქალაქეების განთავსება მოხდეს, რომლებიც იმყოფებოდნენ რისკ-ჯგუფებში. ვზრუნავთ, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი პირობები. ასევე გვაქვს მობილიზებული რამდენიმე საავადმყოფო თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. საქართველოში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას", - აღნიშნა ტიკარაძემ. 

 


close დახურვა