logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტროსთან მყოფი დევნილები ხელისუფლების დაპირებას არ ენდობიან

26 ოქტ 201911:39
3 წუთის საკითხავი
 
kwei7jpdez07ulw.png

 

სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში მყოფი დევნილები ხელისუფლებას არ ენდობიან და მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე აქციას აგრძელებენ. შეთანხმების მიხედვით, 3 ოჯახს ბინა უკვე გადაეცა,  4 კი უახლოეს მომავალში დაკმაყოფილდება. საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაპირება მიიღო ასევე 40-მდე ოჯახმა.

„სამართლიანი ბრძოლის შემდეგ მივაღწიეთ შედეგს, გუშინ მოხდა შეხვედრა და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ შეგვიყვანენ დროებით თავშესაფარში, სანამ ჩვენს კუთვნილ ფართებს მივიღებთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა.

დევნილების აქცია ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში უკვე 38-ე დღეა მიმდინარეობს.

 

 

 


close დახურვა