logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო 80-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს

06 ოქტ 201920:46
3 წუთის საკითხავი
 
y51xarxju1on4xy.png

ჯანდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულთაგან ზოგმა თანამდებობა უკვე დატოვა, ნაწილი სამსახურს 22 ოქტომბრამდე ინარჩუნებს. წმენდაში, რომელიც ახალმა მინისტრმა მოულოდნელად დაიწყო, ძირითადად დავით სერგეენკოს კადრები მოხვდნენ, გაათავისუფლეს რამდენიმე დეპარტამენტის უფროსი.

"ფორმულანიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება უწყებაში არსებულ თითქმის ყველა დეპარტამენტსა და მათ ხელმძღვანელებს. გათავისუფლება, სავარაუდოდ, შეეხებათ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ ადამიანებსაც. გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროს დატოვება მოუწევს თანამშრომელთა კიდევ ერთ კატეგორიას - მათ, ვისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებსაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბათ. „ფორმულანიუსის" ინფორმაციით, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა შორის არის მმართველი პარტიის ყოფილი წევრის, გია ჟორჟოლიანის ძმა.

ჯანდაცვის სამინისტროში მასშტაბურ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს განმარტებებს არ აკეთებენ. პრესსამსახურის განმარტებით, უწყებაში რეორგანიზაცია ივლისში  დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდება. 

 


close დახურვა