logo
ENG



ჯანო ანანიძე კარიერას ვოლგოგრადის "როტორში" გააგრძელებს

06 აგვ 202016:20
3 წუთის საკითხავი
clock 764
drrqpamwsfbzrfd.jpg

მედიაში გავრცელებული ცნობები დადასტურდა – ვოლგოგრადის „როტორმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯანო ანანიძე კლუბში ითამაშებს. ქართველმა გუნდის ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.

„საქართველოში ვიყავი, როდესაც შევიტყვე, რომ „როტორი” დაინტერესდა. გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ მიმიღია: კარიერის გასაგრძელებლად სხვა ვარიანტები მქონდა – საქართველოდან და თურქეთიდან, მაგრამ მხოლოდ „როტორმა” გააკეთა ოფიციალური შეთავაზება და რუსეთში დაბრუნება გადავწყვიტე. ეს ჩემპიონატი ჩემთვის ნაცნობია, რუსეთში გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი: იქ 15 წლიდან ვთამაშობდი და 11 წელი გავატარე „სპარტაკში“. ახლა ჩემთვის ყველაფერი ნულიდან იწყება: ტრავმები დასრულდა, მსურს ვითამაშო, ფორმა აღვიდგინო და იმავე დონეზე დავბრუნდე”, – ამბობს ანანიძე.

შეგახსენებთ, რომ "როტორი" პრემიერლიგაში ახალი გადმოსულია და 11 აგვისტოს, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ზენიტს" საკუთარ მოედანზე შეხვდება. ანანიძის გარდა, ვოლგოგრადულ კლუბში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება - ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი.


close დახურვა