აქციებში მონაწილეობის გამო დაჯარიმებულ მოქალაქეებს საზოგადოება სისტემის წინაშე მარტო არ ტოვებს. კონცერტი, რომელიც სოლიდარობის მანიფესტაციად იქცა, რამდენიმე საათში ასეულობით ათასი ლარი შეაგროვა. თანხა მოხმარდება ჯარიმების გადახდასა და სამართლებრივ მომსახურებას.