კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო კიევის ოლქის ქალაქ ირპინში ჩავიდა.
როგორც ქალაქის მერი ალექსანდრ მარკუშინი ამბობს, ტრუდო ირპინში ჩავიდა, რათა რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაული თავისი თვალით ენახა.
"ის შოკში იყო, რადგან ნახა დამწვარი და მთლიანად განადგურებული საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც სამხედრო ინფრასტრუქტურასთან და ობიექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს,ნახა სახლები, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის ეკუთვნოდა ადამიანებს საკუთარი გეგმებითა და ბედნიერებით", - თქვა მარკუშინმა.
