logo
ENG



ჯაფარიძე: ვერ ვხედავ პოზიციებში განსხვავებებს, უნიკალური პარტნიორობაა პარტიებს შორის

25 ნოე 202018:35
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: ვერ ვხედავ პოზიციებში განსხვავებებს, უნიკალური პარტნიორობაა პარტიებს შორის

ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის "უნიკალური დიალოგია" და მათ პოზიციებს შორის, განსხვავებებს ვერ ხედავს.  ამაზე მან ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში", ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად ისაუბრა. კობახიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს, არჩევნებზე მიღებული შედეგების შესაბამისად, მეტად და ნაკლებად ხისტი პოზიციები აქვთ. 

"მე ვერ ვხედავ განსხვავებებს პოზიციებში, არის უნიკალური დიალოგი და პარტნიორობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც სამაგალითოდ გამოდგება, იგივე ქართული ოცნებისათვის. ოპოზიციურ პარტიებში დიალოგი და პარტნიორობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა და პარტიული ინტერესები უკან იხევს, იმ პირობებში, როცა ქვეყანას ამდენი გამოწვევა აქვს", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

პალიტრანიუსთან საუბარში ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოიკვეთნენ "ლუზერი" პარტიები, რომლებმაც ყველაზე მწარე მარცხი განიცადეს ამ არჩევნებზე, შესაბამისად, მისი თქმით, ამ პარტიების ერთადერთი სტრატეგია დესტრუქციაა

"ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი", - ამბობს კობახიძე. 

მისი შეფასებით, ერთ-ერთი "ლუზერი" პარტია ამ არჩევნებზე ევროპული საქართველოა, რომელსაც 10%-იანი მხარდაჭერა 4%-მდე შეუმცირდა. შესაბამისად, კობახიძის თქმით, ამ პარტიებს მეტი "მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით". 

 


close დახურვა