ლაზარე არის, საბოლოო ჯამში, სიმბოლო იმ ბრძოლის, რა ბრძოლაც იყო რუსთაველზე მარტის დასაწყისში, ამიტომ ეს ადამიანი რომ თუ დარჩება ციხეში, არაფერი არ მოგვიგია ჩვენ. ეს არის რეალობა.
[...] ოცნება ბრალდებაა, რომ თითქოს მან მოლოტოვი ისროლა, რომელიც, ჯერ ერთი, არ დასტურდება, მეორეც, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ რომ გადავახვიოთ, გვახსოვს, რა ხდებოდა პანკისში, როცა გახარია იყო მინისტრი. პანკისში მოლოტოვი კი არა, ჩვეულებრივი ხელჩართული ომი იყო ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის. მანქანები დაწვეს და ერთი ამბავი იყო - არც ერთი არ დასჯილა, იმიტომ, რომ მაშინ მოხდა პოლიტიკური შეთანხმება, იგივე უნდა მოხდეს ლაზარეს შემთხვევაშიც.