logo
ENG



ჯაფარიძე: მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება ოპოზიციის დაპატიმრების გადაწყვეტილებაა

17 თებ 202122:58
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება ოპოზიციის დაპატიმრების გადაწყვეტილებაა

ლელოს ერთერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება ოპოზიციის დაპატიმრების გადაწყვეტილების ტოლფასია. ამის შესახებ მან ნაციონალური მოძრაობის ოფისში განაცხადა, სადაც ლიდერები და მოქალაქეები იმყოფებიან.

ჯაფარიძე ამბობს, ხელისუფლება საპასუხო რეაქციას დაინახავს, რომელიც მშვიდობიანი იქნება.

"ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ, ეს არის ტოლფასი. ჩვენ ამ გადაწყვეტიელბას ვუპირისპირებთ სრულ სოლიდარობას, სიმშვიდეს. ყველაზე დიდი ძალა და იარაღი ჩვენს ხელში არის სიმართლე და ზრუნვა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის, ეს არის ისეთი იარაღი, რომელიც ყველაფერს დაამარცხებს და წინ აღუდგება ყველა ძალისმიერ მეთოდს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ ვართ ერთიანი ამ პოზიციაში - სიმშვიდე, სრული სოლიდარობა და ზრუნვა იმაზე, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ასეთი ტიპის მმართველობა.

მე მგონია, რომ ამ თვალსაზრისით ეს არის ისტორიული დღე, ჩვენ კვლავ ერთად დავინახეთ, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პასუხისმგელობას, რომელიც მას აკისრია, მას მიაჩნია, რომ ძალისმიერი მეთოდით შეუძლია, დათრგუნოს თავისუფალი სული, ეს ასე არ არის და ისინი დაინახავენ საპასუხო რეაქციას, რომელიც იქნება მშვიდობიანი", - თქვა ჯაფარიძემ.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძება - გირაო პატიმრობით შეუცვალა. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 


close დახურვა