logo
ENG



ჯაფარიძე: ხელისუფლების დღეები დათვლილია, ამ ყველაფერს აზრი არ აქვს

26 ნოე 201908:42
3 წუთის საკითხავი
 
1jhe0bs9nv4xx4k.jpg

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ყველანაირ მშვიდობიან პროტესტის გზას გამოიყენებენ. ჯაფარიძის თქმით, მთავარია პროცესები მშვიდობიანი გზით დასრულდეს.

„ხელისუფლებას ხმა რუსთაველზე ბევრი ხალხით უნდა მივაწვდინოთ. რაც ღამე მოხდა, რაც წინაზე მოხდა უნდა მიეხვედრებინა ის ხალხი, რომ ეს მუხტი არსად გაქრება. ბრაზი იმის გამო, რომ გადაგვყარეს და იმის გააზრება, რა მოჰყვება ამას ყველასთვის იმდენად მნიშვნელოვანია ამ ხალხისთვის, რომ არსად წავლენ. შენობის პიკეტირებაც გაგრძელდება და ყველანაირ მშვიდობიან საპროტესტო ფორმას გამოვიყენებთ. ამათი დღეები დათვლილია, ამ ყველაფერს აზრი არ აქვს. ეს არის თამაში და მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი გზით გამოვიდეთ აქედან და დავამთავროთ ამათი ხელისუფლებაში ყოფნა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ფორმულას"  ეთერში განაცხადა, დაკავებულია რამდენიმე პირი. 

Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks 


close დახურვა