logo
ENG



ჯაფარიძე სუს-ის მხრიდან რეგიონებში პარტიის წევრებზე ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობს

09 სექ 202114:38
3 წუთის საკითხავი
 

ლელო საქართველოსთვის ერთერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება მათი პარტიის წევრებზე ზეწოლას ახორციელებს.

ჯაფარიძის თქმით, რეგიონებში მმართველი პარტია იყენებს სამართალდამცველებს იმისათვის, რომ დააშინონ ლელოს პარტიულ სიაში მყოფი ადამიანები და ამით ხელი შეუშალონ წინასაარჩევნო კამპანიას.

„არის ახალი, ინოვაციური მეთოდები ოცნების მიერ შემოღებული, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიოენბში ადამიანების დაშინებას და მათ ამოშლას პარტიული სიებიდან, რათა ამით შეუქმნას საფრთხე წინასაარჩევნო კამპანიას.

ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევები ახალქალაქში, ვანში, დედოფლისწყაროში, ასპინძაში, ახალციხეში. ახალციხეში ოთხი წევრი დაშინებით იქნა გამოყვანილი პარტიული სიებიდან. ესაა აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ გამოყენებული უმსგავსო მეთოდები და ეს ვერ შეცვლის იმ ვერდიქტს, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა ქართულ ოცნებას", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.


close დახურვა