logo
ENG



ჯაღმაიძე: მარტყოფის მონასტერში შეფარებულმა ადამიანი მოკლა და გაიქცა

05 თებ 202017:59
3 წუთის საკითხავი
 
6v3io5ysgo5no1t.jpg

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში მარტყოფის მონასტერში მომდხარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

„როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, - წერს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ მარტყოფში, ღვთაების მონასტრის კელიაში მამაკაცი მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.


close დახურვა