logo
ENG



ჯაღმაიძე იაკობზე: როცა ადამიანს გონია რომ მართალია, შენდობას არ ითხოვს

01 ნოე 201915:12
3 წუთის საკითხავი
 
liw5eu2m7sv12r9.jpg

 

საპატრიარქოს საზოგადოების სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მეუფე იაკობის განცხადებებს ვიღაცა იყენებს.

„მეუფე იაკობმა სინანული გამოთქვა, რომ ასეთი ფორმით განაცხადა ის, რაც განაცხადა. და შინაარსი გაიმეორა ისევ იგივე აზრზეა. ქრისტიანული ცხოვრების წესი აგებულია გულწრფელ სინანულზე. როცა ადამიანს გონია რომ მართალია, შენდობას არ ითხოვს. იაკობის ეს განცხადება ძალიან ინტენსიურად იქნა გამოყენებული ეკლესიის ირგვლივ კიდევ ერთი მძაფრი სიუჟეტის ასაგორებლად. გასაგებია, რომ ეს განცხადებები ჩარჩოებიდან გამოდის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი სხვადასხვა ძალა საკუთრი პოზიციების გამოვლინებისთვის იყენებდა ამ შემთხვევას. თუ ამას გულისხმობდით პროცესების მართვაში, ვფიქრობ, რომ ვიღაცა იყენებს ამას. ვნახე გამომსვლელები, რომლებიც იწყებდნენ ამ თემით და ამთავრებდნენ საკუთარი თავის წარმოჩენით და იკვეთებოდა ბევრი კერძო ინტერესი," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის განცხადებით, ის მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ."

 

31 ოქტომბერს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობს ამ განცხადებების გამო გაფრთხილება მიეცა.

 


close დახურვა