logo
ENG



ჯეიმს ჰარდენი კორონავირუსით დაინფიცირდა

14 ივლ 202010:53
3 წუთის საკითხავი
 
inaxumxwmuljbq4.jpg

NBA-ს ვარსკვლავის – რასელ ვესტბრუკის შემდეგ, კორონავირუსით ჯეიმს ჰარდენიც დაინფიცირდა. ჰიუსტონ “როკეტსის” ვარსკვლავმა შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ჰარდენი კარანტინში იმყოფება. NBA-ში აცხადებენ, რომ ლიგაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენას კიდევ ელიან, თუმცა, ეს, სეზონის კიდევ ერთხელ გადადების საფუძველი ვერ გახდება.

შეგახსენებთ, რომ მატჩების განახლება 30 ივლისს ორლანდოში იგეგმება, სადაც მონაწილეობას 22 გუნდი მიიღებს.


close დახურვა