logo
ENG



ჯიშკარიანი სააკაშვილზე: ჯანდაცვა უცხოელი ექსპერტებისთვის ლიცენზიების გაცემას ხელს უშლის

25 აგვ 202217:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/25/nkhh026z6vami5h.png

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელის,  მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელი ექსპერტებისთვის, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა უნდა მიიღონ, დროებითი ლიცენზიების გაცემას აჭიანურებს.

"5 და 10 აგვისტოს ჩვენ მივმართეთ ჯანდაცის სამინისტროს 5 ექსპერტისათვის დროებითი ლიცენზიის მინიჭების თაობაზე და სამწუხაროდ, დღემდე მათგან ვიღებთ არაადეკვატურ წერილებს დამატებით მოთხოვნების თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტრო გავიდა ბრძანების ჩარჩოებიდან და ე.წ. ინფორმაციას, რომელიც ბრძანებაში ინფორმაციის სახით არის დოკუმენტირებული, მოაყოლეს დამატებითი მოთხოვნები და ეს მოთხოვნები მინდა გითხრათ, რომ სცილდება ბრძანების ჩარჩოებს. მიუხედავად ამისა, ცენტრმა "ემპათიამ" დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია ექსპერტებთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსთან, რომ დროულად მოხდეს სპეციალისტებისთვის დროებითი ლიცენზიების გაცემა."

ჯიშკარიანის თქმით, გაეროს ექსპერტი 29 აგვისტოს ჩამოვა და ის ამ რიცხვშივე უნდა შევიდეს კლინიკა "ვივა მედში". 

"მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ხელს ნუ გვიშლით სასამართლო ექსპერტიზის მსვლელობაში. კეთილი ინებოს და ხვალვე გასცეს სასამართლო ექსპერტისათვის დროებითი ლიცენზიის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს გახლავთ გაეროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, იგი მოდის ჟენევიდან, ორშაბათს იქნება აქ და ჩვენ უნდა შევიდეთ კლინიკა "ვივა მედში"."- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში "რეგულირების სააგენტოს მისამართით საჩივარი მიემართება, როგორც საქართველოს პროკურატურაში ასევე სასამართლოში, ექსპერტიზაში ხელის შეშლის მოტივით."


close დახურვა