logo
ENG



ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი შვილს ელოდებიან

30 აპრ 202013:11
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი და მისი პარტნიორი ზეინ მალიკი შვილს ელოდებიან. მოდელი 5 თვის ორსულია და სავარაუდოდ, სექტემბერში იმშობიარებს

ჯიჯი ჰადიდი 23 აპრილს 25 წლის გახდა და ინსტაგრამის სოციალურ ქსელში შეყვარებულთან და დასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. წყვილი ოჯახთან ერთად საკარანტინო პერიოდს პენსილვანიაში აგარაკზე ატარებს.

ჯგუფ "ვან დირექშენის" ყოფილი მომღერალი და ჯიჯი ჰადიდი ერთად 2015 წლიდან არიან. წყვილის ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2016 წელს გახდა, როდესაც ჰადიდი შეყვარებულის მუსიკალურ ვიდეოში გამოჩნდა. 

 


close დახურვა