ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი კიევში გაემგზავრებიან და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი ავრცელებს.
შეხვედრა მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.
"პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი მიმდინარე კვირაში კიევში გაემგზავრებიან და პრეზიდენტ ზელენსკის შაბათს, ვარშავაში უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე დასწრებამდე შეხვდებიან"- წერს Twitter-ზე ერიკ მამერი.
President @vonderleyen and HRVP @JosepBorrellF will travel this week to Kyiv to meet President @ZelenskyyUa prior to the pledging event #StandUpForUkraine on Saturday in Warsaw.