logo
ENG



ჯოკოვიჩმა მოიგო, დღეს კორტზე ბასილაშვილი გამოვა

01 სექ 202013:46
3 წუთის საკითხავი
 
ta2xks7n5nns6ww.jpg

გუშინ, 31 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობა დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 3 სეტში უმარტივესი გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

გვიან ღამით კი ასპარეზობაში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ჩაერთვება. 28 წლის ქართველი ტურნირზე 22-ე ნომრად არის განთესილი. მისი პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჩოგბურთელი ჯონ მილმანია. გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი ფრენსის ტიაფოსა და ანდრეას ზეპის  მატჩში მოგებულს დაუპირისპირდება.

2019 წელს, ამავე ტურნირზე ბასილაშვილმა, რომელიც მე-17 ნომრად იყო განთესილი, ორი წრე გაიარა და მესამეში გერმანელ ჩოგბურთელთან დამარცხდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მატჩი თბილისის დროით 01:30 საათზეა დანიშნული.


close დახურვა