logo
ENG



ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები რუსეთს მტკიცედ უპასუხებენ

24 თებ 202209:21
3 წუთის საკითხავი
 
ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები რუსეთს მტკიცედ უპასუხებენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას და თავდასხმებს ეხმაურება. 

ბორის ჯონსონი წერს: 

"შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი ამბებით. ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და შემდგომი ნაბიჯები განვიხილე. პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის დაწყებით სისხლისღვრის და ნგრევის გზა აირჩია. დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები მას მტკიცედ უპასუხებენ". 

ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას უკრაინაში ომი დაიწყო. 

ჟურნალისტების ცნობით, რუსული ჯარები ხარკოვში შევიდნენ. 

მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსული ჯარები ხარკოვში შედიან. 

​გერაშჩენკომ ასევე განაცხადა, რომ კიევთან ახლოს, ვასილკოვსკის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. მისივე თქმით, დნიპროს მერმა აცნობა, რომ აფეთქებების ხმა ისმის. 

აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის სხვა ქალაქებშიც. 

CNN-ის ჟურნალისტები და თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქებები მოხდა კიევში, ხარკოვში, კრამატორსკში, მარიუპოლში, ოდესაში, ოდესაში, ზაპოროჟიაში.


close დახურვა