დონალდ ტრამპის ლონდონში გამგზავრებას მისი ოპონენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ის დონალდ ტრამპისთვის ილოცებს და იმედოვნებს რომ ეს სამიტი შეერთებული შტატებისთვის კარგად დასრულდება.
ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დონალდ ტრამპი იმ დამოკიდებულების გამო, რომელიც მან ვლადიმერ პუტინისა და ნატოს მიმართ გამოხატა. მისივე თქმით, პრეზიდენტი მოკავშირეებს ისე ეპყრობა, როგორც ნამდვილი „გამომძალველი“.