აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ყოველწლიური ტრადიიციის მიხედვით, მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ინდაურები სახელად "არაქისის კარაქი" და "ჟელე" შეიწყალა.
ინდაურებმა შეწყალებამდე რამდენიმე დღე თეთრ სახლში, მდიდრულ ოთახში გაატარეს, შეწყალების შემდეგ მათ ახალი სახლი და მათთვის განკუთვნილი მწვანე მინდორი ექნებათ.
Meet Peanut Butter and Jelly, the turkeys who will be pardoned by @POTUS tomorrow. pic.twitter.com/36XjavdIlm
ჯო ბაიდენმა შეწყალების ცერემონიისას, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ხუმრობით თქვა, რომ ინდაურები წელს მომზადების ნაცვლად (basted) იქნებიან - დაბუსტული (boosted).
Happening Now: President Biden pardons the National Thanksgiving Turkey. https://t.co/nr8AxOxZwy
ინდაურების შეწყალების ტრადიცია ოფიციალურად 1989 წლიდან ჯორჯ ბუშ უფროსმა დაამკვიდრა, მადლიერების დღე კი აბრაამ ლინკოლნმა დაამკვიდრა და ის ნოემბრის ყოველ მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება. მანამდე კი, 1963 წელს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მისთვის ძღვენად მირთმეული ინდაური ფერმაში უკან დააბრუნა, 1982 წელს რონალდ რეიგანმა ინდაური ზოოპარკში გაგზავნა და მას ბოდიში მოუხადა.