ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა ქართულ საიტებზე - ამ დროისთვის ვებგვერდების ნახევარზე მეტი აღდგენილია. საუბარია 2000-მდე საიტსა და ტელევიზიაზე, რომელთა საქმიანობაც რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. კომპანია პროსერვისმა, რომლიც ამ ვებგვერდების სასერვეროს მფლობელია, განცხადებას გაავრცელა:
„კომპანიაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად. ვებგვერდების აღდგენა დღის ბოლომდე იგეგმება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე რამდენიმე პირი დაკითხა.