logo
ENG



ჰარცელი: რაც გუშინ პარლამენტში მოხდა, ზიანს აყენებს ქვეყანას და პოლარიზაციის რისკებს ზრდის

15 ნოე 201913:38
3 წუთის საკითხავი
 
j72a3etlcatf1ik.png

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა "ქართული ოცნების" ოფისში კონსულტაციები გამართა. ევროპელი დეპუტატი მმართველი გუნდის ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. 

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ქვეყანას ზიანს აყენებს.

"რაც გუშინ პარლამენტში მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას და ასევე ნდობას საზოგადოების ფართო ნაწილის მხრიდან, რაც თავისთავად ზრდის პოლარიზაციის რისკებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის ნიშნები ჩანს. დღეს რამდენიმე მხარესთან გავმართავთ მოლაპარაკებებს, რომ ვნახოთ გამოსავალი. შევხვდი მმართველი გუნდის ლიდერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ასევე, დღეს გავმართავ შეხვედრებს როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ისე ჩემს კოლეგებთან“, - განაცხადა ელჩმა. 

 

 

 


close დახურვა