logo
ENG



ჰარცელი არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე: შიდა საინფორმაციო სივრცე უნდა იყოს ობიექტური

24 სექ 202012:32
3 წუთის საკითხავი
clock 348
yfgmuesbqs4d0d6.png

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ამბობს, რომ საჭიროა ფხიზლად ყოფნა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა ობიექტური ინფორმაციით. ამის შესახებ ელჩმა დღეს, 24 სექტემბერს ამავე თემაზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად ისაუბრა. 

"ვერ ვიტყოდი, რომ ამის აშკარა, გამოკვეთილი სამხილი გვაქვს. როგორც მანამდე ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანია ფხიზლად ყოფნა, როდესაც საქმე ეხება ნებისმიერი საგარეო აქტორის მცდელობას, მოახდინოს საარჩევნო კამპანიის დეფორმირება. 

ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს, ასევე, ევროკავშირის დღის წესრიგში. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის, აშშ-ის არჩევნები, მცდელობები, მოეხდინათ საინფორმაციო სივრცის დეფორმირება. 

ვფიქრობ ეს სწორედ ის არის, რასაც ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, შიდა საინფორმაციო სივრცე იყოს რაც შეიძლება ობიექტური", - ამბობს კარლ ჰარცელი. 


close დახურვა