ოსკაროსანი ჰელენ მირენი ბერლინის კინოფესტივალზე ოქროს დათვით დააჯილდოვეს. მსახიობს ბერლინალეს საპატიო ჯილდო კინო კარიერაში მიღწეული წარმატებებისთვის გადასცეს. ცერემონიაზე ჰელენ მირენმა იხუმრა და განაცხადა, რომ მის ოსკარს ოქროს დათვი აუცილებლად შეუყვარდება. დაბაზი ოცავიით შეხვდა მის კიდევ ერთ განცხადებას. ბრიტანელმა მსახიობმა აღნიშნა, რომ ბრექსიტამდე და მის შემდეგაც ის თავს ევროპელად მიიჩნევს.
ჰელენ მირენი ბერლინის კინოფესტივალზე ოქროს დათვით დააჯილდოვეს
28 თებ 202012:47
3 წუთის საკითხავი