logo
ENG



ჰერჩინსკი: ესაა პაკეტი, რომელიც მოიცავს ბევრ ელემენტს, ვიმედოვნებთ, ერთსულოვნება მიიღწევა

09 დეკ 202312:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/09/pwnt6lgipf624sf.jpg

გაფართოების გადაწყვეტილებას სჭირდება ერთსულოვნება, ჩვენ გვჭირდება 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერების თანხმობა, დიდი უმრავლესობა ლიდერებისა მზადაა ამ, გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ამ წუთისთვის კვლავ არ გვაქვს ერთსულოვნება ამ საკითხზე. ეს არის პაკეტი, რომელიც მოიცავს ბევრ ელემენტს, ეს არის ლიდერების გადასაწყვეტი. ვიმედოვნებთ, რომ ერთსულოვნება მიიღწევა, თუ ასე არ მოხდა დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და ლიდერები პრობლემას მოაგვარებენ, რაც შეიძლება მალე. მაგრამ ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უკრაინასა და მოლდოვისთვისაც. ყველა მხარე გააკეთებს ყველაფერს, რათა ერთსულოვნებამდე მივიდეთ.

 


close დახურვა