logo
ENG



ჰილარი კლინტონი შესაძლოა კვლავ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს

13 ნოე 201911:50
3 წუთის საკითხავი
 
xr0elsdby7d7a89.jpg

ჰილარი კლინტონი შესაძლოა კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს. შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა "ბიბისი რადიოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ხალხისგან უდიდეს ზეწოლას განიცდის, რომ 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუპირისპირდეს. ჟურნალისტის შეკითხვაზე იყრის თუ არა ის კენჭს, ჰილარი კლინტონმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მის გეგმაში არაა, თუმცა დაამატა, რომ "არასოდეს თქვა არასოდეს". 72 წლის კლინტონის თქმითვე, ის მუდმივად ფიქრობს, როგორი პრეზიდენტი იქნებოდა, 2016 წელს დონალდ ტრამპი რომ დაემარცხებინა. ჰილარი კლინტონი ლონდონში შვილთან ერთად დაწერილი წიგნის პოპულარიზაციის მიზნით იმყოფება. 

 


close დახურვა