ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება. პოლიციამ დღეს სავაჭრო ცენტრში გამაგრებული მომიტინგეები დაარბია.
ძალოვნებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს, დააკავეს 10-ზე მეტი აქტივისტიც. სავაჭრო ცენტრების ბლოკირება და ბიზნესისთვის ხელის შეშლა ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორების ახალი სტრატეგიაა.
