logo
ENG



ჰონგ-კონგში ისევ არეულობაა

02 ნოე 201916:46
3 წუთის საკითხავი
 
65o6ru9dy1npfoi.jpg

ჰონგ-კონგი ისევ მასშტაბურმა არეულობამ მოიცვა. პოლიციის აკრძალვის მიუხედავად, ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ვიქტორიის პარკთან შეიკრიბნენ და ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლებისგან სრულ დამოუკიდებლობას ითხოვენ.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დემონსტრანტებს გზა პოლიციამ გადაუღობა და მსვლელობის ჩატარების საშუალება არ მისცა, რასაც შეტაკებები მოჰყვა. მომიტინგეებმა ძალოვნებს ქვები და ალმოდებული ბოთლები დაუშინეს. აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. 

 


close დახურვა