ჩინეთის ორად გაყოფის ნებისმიერი მცდელობა, „დამსხვრეული ძვლებით დასრულდება“. ეს განცხადება ჩინეთის პრეზიდენტმა ჰონ-კონგში საპროტესტო გამოსვლების ფონზე გააკეთა. მორიგი მუქარა მეგაპოლისის წინააღმდეგ სინ ძინ პინ-მა ნეპალში ვიზიტის დროს გააჟღერა.
ჰონგ-კონგში ჩინეთის ექსტრადაციის საწინააღმდეგო აქციები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. საპროტესტო აქციები გუშინაც სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.