ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. ხანძრის შედეგად დაშავებული 45 ადამიანი ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაშია, 279 მოქალაქე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ჰონგ-კონგის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, რვა შენობიდან ოთხში ხანძარი კონტროლის ქვეშაა.
პოლიციამ ხანძართან დაკავშირებით 3 ადამიანი დააკავა - სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი და საინჟინრო კონსულტანტი.
ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ექსპერტი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი კორპუსების დამაკავშირებელი ბამბუკის ხარაჩოების დიდმა რაოდენობამ გაამწვავა.
ხანძარს უმაღლესი მეხუთე დონე მიენიჭა. მას 800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.
