logo
ENG



ჰონ-კონგში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები კვლავ გრძელდება

13 ოქტ 201917:36
3 წუთის საკითხავი
 
th5ogtb8ynvmwqq.jpg

რამდენიმე თვის წინ ჰონ-კონგში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები კვლავ გრძელდება. ამჯერად პოლიციელებმა რამდენიმე მოქალაქის დაკავებაც შეძლეს.

მიუხედავად იმისა, რომ მეგაპოლისის ქუჩებში აქამდე მომიტინგეები მცირე ჯგუფებად გადაადგილდებოდნენ, სამართალდამცველების გამოჩენისთანავე კი ადგილს ტოვებდნენ, პოლიციამ რამდენიმე ათეული ადამიანი მაინც დააკავა.

აქციის მონაწილეთა გადაადგილების ამ ახალი ტაქტიკის შესახებ ინფორმაცია დღის განმავლობაში სოციალური ქსელებში ვრცელდებოდა. მომიტინგეების ყველაზე დიდი ჯგუფი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და მაღაზიების ნაწილი დაარბია.

შეგახსენებთ, ჰონ-კონგში მასშტაბური აქციები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. საპროტესტო გამოსვლების მიზეზი ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტი გახდა, რომელიც ჩინეთისთვის დანაშაულში ბრალდებულთა გადაცემას ითვალისწინებდა.

 


close დახურვა