logo
ENG



ჰუბერტ ქნირში: კარგი იქნებოდა, ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ

05 ნოე 201914:04
3 წუთის საკითხავი
 
7spctsaxg1al7ag.png

კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს - ამ განცხადების ავტორი საქართველოში გერმანიის ელჩია. ჰუბერტ ქნირში ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი, მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ, რაც ეგრედწოდებული „ბორდერიზაციის“ ჰუმანიტარული შედეგებია.

„ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ეგრედწოდებული „ბორდერიზაციის“ ჰუმანიტარული შედეგები. კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს,“-განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

 


close დახურვა