logo
ENG



Რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას პოლიტიკური პარტიების მიმართ - Edison Research

16 ივლ 202021:01
3 წუთის საკითხავი
clock 4220
Რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას პოლიტიკური პარტიების მიმართ - Edison Research
kvleva 53

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, მოსახლეობის პასუხები კითხვაზე, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ამა თუ იმ პარტიის მიმართ, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი) - 36% პოზიტიური; 64% ნეგატიური;

ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 35% პოზიტიური; 65% ნეგატიური;

ლეიბორისტული პარტია - 33% პოზიტიური; 67% ნეგატიური;

ქართული ოცნება - 33% პოზიტიური; 67% ნეგატიური;

მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 32% პოზიტიური; 68% ნეგატიური;

ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია - 29% პოზიტიური; 71% ნეგატიური;

პატრიოტთა ალიანსი - 29% პოზიტიური; 71% ნეგატიური;

ლელო - 27% პოზიტიური; 73% ნეგატიური;

გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 23% პოზიტიური; 77% ნეგატიური;

თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 21% პოზიტიური; 79% ნეგატიური;

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) - 21% პოზიტიური; 79% ნეგატიური;

რესპუბლიკური პარტია - 19% პოზიტიური; 81% ნეგატიური;

სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 17% პოზიტიური; 83% ნეგატიური;

გირჩი - 15% პოზიტიური; 85% ნეგატიური;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.


close დახურვა