ენერგოატომის განცხადებით, 11 სექტემბერს ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურის მეექვსე ენერგობლოკი ქსელიდან გაითიშა. მიმდინარეობს მზადება მის "ცივ მდგომარეობაში" გადასაყვანად.
ოფიციალური განცხადების, თანახმად, ბოლო სამი დღეა, მე-6 ნერგობლოკი "კუნძულის რეჟიმში" მუშაობს და ემსახურება მხოლოდ ატომური ელექტროსადგურის საჭიროებებს კრიტიკულად დაბალ სიმძლავრეზე (114-დან 140 მგვტ-მდე), ვინაიდან რუსების მიერ საარტილერიო თავდასხმების შედეგად დაზიანდა ატომური სადგურის ყველა ხაზი უკრაინის ენერგოსისტემასთან.
ენერგოსისტემასთან ერთ-ერთი ხაზის აღდგენის შემდეგ გადაწყდა, რომ მე-6 ენერგობლოკი გადაეყვანათ ყველაზე უსაფრთხო მდგომარეობაში - "ცივი გამორთვის" რეჟიმში.
ენერგოსისტემასთან საკომუნიკაციო ხაზების განმეორებითი დაზიანების შემთხვევაში, რომლის რისკი კვლავ მაღალია, ზაპოროჟიას ელექტროსადგურის საჭიროებები უზრუნველყოფილი იქნება დიზელის გენერატორებით, რომელთა მომსახურების ვადა შეზღუდულია დიზელის საწვავის ტექნოლოგიური რესურსით და მოცულობით.
ენერგოტომი ცდილობს, ზაპოროჟიას ატომურ სადგურს დიზელის საწვავის დამატებითი პარტიები მიაწოდოს.