logo
ENG



​მიკოლაევში რუსულმა ძალებმა ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს

06 აპრ 202200:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/sz6cs8ic2eodirn.jpg

​მიკოლაევში რუსულმა ძალებმა ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. 

ინფორმაცია ოლქის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა დაადასტურა. მისი თქმით, ეს საიდუმლო სამედიცინო ობიექტი იყო. მას სხვა არაფერი უთქვამს. ინფორმაცია ასევე დაადასტურა ორგანიზაციამ ექიმები საზღვრებს გარეშე.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, რუსები თავს დაესხნენ ონკოლოგიური კლინიკის შენობას, სადაც ომის დაწყების შემდეგ დაჭრილებს მკურნალობენ. 

"4 აპრილს ორგანიზაციიდან ექიმები საზღვრებს გარეშე 4 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მიკოლაევში იმყოფებოდა. ისინი ქალაქის და რეგიონის ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. როგორც კი გუნდი ქალაქის ონკოლოგიურ საავადმყოფოში შევიდა, სადაც ომის დაწყებიდან დაჭრილებს მკურნალობენ, შენობას ცეცხლი გაუხსნეს. 10 წუთის განმავლობაში არაერთი ბომბი ისროლეს". 

უცნობია ინფორმაცია თავდასხმის შედეგად დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ. 


close დახურვა