logo
ENG



​ჯაფარიძე: ოპოზიციამ თბილისში გაიმარჯვა, მაგრამ არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარებულა

02 ოქტ 202120:13
3 წუთის საკითხავი
 
​ჯაფარიძე: ოპოზიციამ თბილისში გაიმარჯვა, მაგრამ არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარებულა
ფოტო: ვახო ქარელი
ფოტო: ვახო ქარელი

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში.  ის რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და დღეს, დღის განმავლობაში, ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ არჩევნები ყალბდებოდა მასიურად და ამის ბევრი ფაქტი არსებობს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც დასავლეთიდან არიან ჩამოსულები, ისინი შესაბამის შეფასებას გააკეთებენ. ახლა მნიშვნელოვანია დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდევ რაღაცების ჩასწორება. მე ეჭვი მაქვს, რომ ეგზიტპოლის შედეგებში, ადამიანებს შეეშინდათ თავისი რეალური არჩევანის თქმა და ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ეს შედეგებიც კი გადაიხაროს ოპოზიციის მხარეს.


close დახურვა