logo
ENG



„გადაგაგდებთ ივანიშვილო" - ქუთაისში პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

14 ნოე 201919:43
3 წუთის საკითხავი
 
szd9a8iogw48ov6.jpg

„35 გავრილოვი" ,, გადაგვაგდე! გადაგაგდებთ ივანიშვილო" ,,მხეიძე სირცხვილია" - ამ სლოგანებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ელოდებიან ლიდერების შეხვედრის დასრულებას და გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც შესაძლოა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მათი განმარტებით, ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და  იბრძოლებენ, ვიდრე ეს ხელისუფლება არ შეიცვლება. აქციის მონაწილეების ნაწილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე ისაუბრა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მერიასთან გადაინაცვლეს და იმ დეპუტატების სია წაიკითხეს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს და დემონსტრაციულად დაწვეს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ მმართველი პარტია შეცვლიდა კანონმდებლობას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით. 


close დახურვა