ეროვნული ლიგის 33-ე ტურში გორის „დილამ" თბილისის „დინამოს" საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და პრინციპულ მატჩში 1-0 დაამარცხა.
აღსანიშნავია რომ ეს გორული კლუბისთვის ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა, ბურთების შეფარდებით 13:1 ზე და 59 ქულით მესამე ადგილზეა.
ნამატჩევს „დილას" უკრაინელმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ კომენტარი გააკეთა:
„ემოციურად დატვირთული და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, ორი კარგი გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს, რომლებმაც კარგი ხარისხის ფეხბურთი აჩვენეს. ვიმედოვნებ, რომ მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მომენტები ორივე მხარეს იქმნებოდა, თუმცა ფორტუნა დღეს ჩვენს მხარეს იყო. ამ თამაშმა მოგვცა ფსიქოლოგიური მუხტი მომავალი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელიც „საბურთალოსთან" გველის.
ეს მატჩი სამეულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება, თუმცა ჩვენთვის „თელავთან" და ბათუმის „დინამოსთან" დარჩენილი შეხვედრებიც ძალიან პრინციპულია და მნიშვნელოვანი”.
ეროვნული ლიგის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და ცხრილს ბათუმის „დინამო" 68 ქულით ლიდერობს, ხოლო მას მეორე ადგილზე თბილისის „დინამო" მოჰყვება რომელიც 5 ქულით ჩამორჩება ლიდერს.