„მის სამყაროს" გამარჯვებული ემპაირ სთეთ ბილდინგს ეწვია. 26 წლის ზოზიბინი ტუნცმა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობის 86-ე სართულიდან მედიის წარმომადგენლების წინაშე იპოზიორა და ქალაქის ხედებიც დაათვალიერა.
სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელს „მის სამყაროს" ტიტული სამი დღის წინ ატლანტაში გადასცეს. ის ოთხმოცდა ათ კონკურსანტს შორის გამოარჩიეს.
