დღეს პატრიოტთა ალიანსმა პარლამენტს დეპუტატის მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.საპარლამენტო მანდატებზე უკვე უარი თქვეს ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებლის, ლელო-ს და ლეიბორისტული პარტიის არჩეულმა დეპუტატებმა. გარდა ამისა, მანდატზე უარი თქვეს ენმ - ძალა ერთობაშიას ბლოკში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ, ასევე გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
„ოცნების" პარლამენტის კრიზისი
21 დეკ 202020:59
3 წუთის საკითხავი