ეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭის დედა ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ 18 წლის ახალგაზრდას ნერვული კუნთოვანი დაავადება აქვს, ასეთ დროს კი სწრაფი რეაგირება გადამწყვეტია. მაღალი სიცხის გამო დედამ მოზარდის კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა და გადაიყვანეს კიდეც, თუმცა იქ სადაც კოვიდ-ინფიცირებულებს მკურნალობენ. მოზარდს ვირუსი არ დადასტურებია. მოგვიანებით მშობელს მოზარდის საავადმყოფოდან წამოყვანა მოუხდა.