ბიძინა ივანიშვილი ნომერ პირველია პარტიაშიც და იქნება სიაშიც, თუ ის გადაწყვეტს, - ამას უკვე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში აცხადებს ირაკლი კობახიძე. ოპონენტები მას წინა არჩევნების კრახს და პირველ ტურში ზურაბიშვილისთვის გამარჯვების მილოცვას ახსენებენ, ოპოზიციისთვის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი მმართველი გუნდის საკადრო შიმშილის დასტურია.
კობახიძის ნეგატიური როლი გავრილოვის ჩამოყვანასა თუ პოლიტიკური რიტორიკის რადიკალიზაციაში, ოპონენტების თქმით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე უფრო დააზარალებს, ვიდრე სარგებელს მოუტანს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ხისტი და აგრესიული რიტორიკა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, გუნდის ყოფილ წევრებს უქმნის წარმოდგენას იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ რადიკალური საარჩევნო კამპანიისთვის ემზადება. თანაგუნდელები კი ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძე არა ხისტი, არამედ პრინციპულია.
დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში.