იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის მიწოდების თაობაზე მიღწეული შეთანხმება „ძალიან სარისკო ნაბიჯია“, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ძალისხმევას, აიძულონ ვლადიმერ პუტინი, უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ეს მოსკოვს ლეგიტიმაციას ანიჭებს მაშინ, როდესაც მისი ბომბები კვლავ ცვივა უკრაინულ ქალაქებზე, ქმნის ომის დასაფინანსებლად საჭირო ახალ შემოსავალს და ფარულად ასუსტებს სანქციების ეფექტიანობას“, — აღნიშნა მელონიმ.
მელონის თქმით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უნდა დანიშნოს „ავტორიტეტული ფიგურა“, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამასთან, მან არ გამორიცხა ოფიციალური მანდატის მინიჭება ე.წ. E3-ის ჯგუფისთვის (გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო).
