logo
ENG



,,ოცნების'' საარჩევნო კარუსელები

07 ნოე 202420:24
3 წუთის საკითხავი
 

ყოველდღიურად აშკარავდება არჩევნების მიტაცების სულ უფრო მეტი უტყუარი მტკიცებულება. ეს ფაქტები სისტემური გაყალბების დადასტურებაა. ამართლიანმა არჩევნებმა ამომრჩეველზე ზემოქმედების ბევრ სხვა მეთოდთან ერთად ცესკოს მონაცემებითვე დაადასტურა კარუსელი, რომლითაც ქართულმა ოცნებამ სასურველი შედეგი დაიწერა. 

ერთ-ერთი ასეთი მსხვილი საკითხია ქალებისა და კაცების თანაფარდობა. შესწავლილია უბნების შედეგები, რომლის თანახმად, იმაზე მეტ კაცსა აქვს ხმა მიცემული, ვიდრე საერთოდ იყო სიაში. ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დასკვნით, ქალ და კაც ამომრჩევლთა აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს გამორიცხულ, არაბუნებრივ მახასიათებლებს.


close დახურვა