![2021/08/16/nogewq2gmjnwncb.png](/uploads_script3/articles/2021/08/16/nogewq2gmjnwncb.png)
დღეს, თბილისის დროით 05:44 საათზე ნინოწმინდის სოფელ სამებასთან მოხდა 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე წუთში, 05:51 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
მანამდე, 23:42 საათზე იმავე სოფელში 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა, 03:19-ზე კი - 4.1 მაგნიტუდის სიდიდის.
ბოლო თვეში სოფელ სამებაში 20-მდე მიწისძვრა იყო.