logo
ENG



1-ელ დეკემბერს ზელენსკი საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდება

30 ნოე 202500:47
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/29/74tddtzixvnbvgr.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 1 დეკემბერს საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ცნობილია, რომ მაკრონი ზელენსკის პარიზში ორშაბათს უმასპინძლებს.

დაანონსებული ვიზიტის შესახებ ოფიციალური კომუნიკეს თანახმად, ლიდერები გაცვლიან მოსაზრებებს ხანგრძლივი მშვიდობის პირობებზე, ჟენევაში გამართული დისკუსიების, ამერიკული გეგმისა და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე.

ისინი ასევე განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს, "ნების კოალიციის" ფარგლებში.


close დახურვა