logo
ENG



1-ელი ივნისიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს განაახლებს

29 მაი 202012:00
3 წუთის საკითხავი
 

პირველი ივნისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს აახლებს. 

მოსახლეობას ყველა იმ სერვისით შეეძლება სარგებლობა, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის გამო იყო შეზღუდული. მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშნის გაკეთება კი უკვე 31 მაისის დილის 09:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე გამოცხადდნენ პირბადით.


close დახურვა