logo
ENG



1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება

26 მარ 202121:40
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თუ ავტომობილს ძველი სანომრე ნიშნები ექნება, მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. 

სააგენტოში ამბობენ, რომ გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

"მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაცია (SAGENCY) გადმოწერა ხდება აიფონით სარგებლობის შემთხვევაში APP Store- დან, ხოლო ანდროიდით სარგებლობის შემთხვევაში PLAY Store- დან. გადმოწერის შემდეგ დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუკი მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერზე რეგისტრირებული. დისტანციური მომსახურების მისაღებად, დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით მიეთითება პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი აპლიკაციაში პირდაპირ ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეძლებს პირად გვერდზე გადასვლას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა და მაშინვე გამოცხადდა ნომრების შეცვლის ბოლო ვადა - კონკრეტული თარიღი 2020 წლის სექტემბერი, თუმცა კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე ეს ექვსწლიანი ვადა გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით", - წერია ინფორმაციაში. 


close დახურვა